A theme of the age, at least in the developed world, is that people crave silence and can find none. The roar of traffic, the ceaseless beep of phones, digital announcements in buses and trains, TV sets blaring even in empty offices, are an endless battery and distraction. The human race is exhausting itself with noise and longs for its opposite—whether in the wilds, on the wide ocean or in some retreat dedicated to stillness and concentration. Alain Corbin, a history professor, writes from his refuge in the Sorbonne, and Erling Kagge, a Norwegian explorer, from his memories of the wastes of Antarctica, where both have tried to escape.
And yet, as Mr Corbin points out in "A History of Silence", there is probably no more noise than there used to be. Before pneumatic tyres, city streets were full of the deafening clang of metal-rimmed wheels and horseshoes on stone. Before voluntary isolation on mobile phones, buses and trains rang with conversation. Newspaper-sellers did not leave their wares in a mute pile, but advertised them at top volume, as did vendors of cherries, violets and fresh mackerel. The theatre and the opera were a chaos of huzzahs and barracking. Even in the countryside, peasants sang as they drudged. They don’t sing now.
What has changed is not so much the level of noise, which previous centuries also complained about, but the level of distraction, which occupies the space that silence might invade. There looms another paradox, because when it does invade—in the depths of a pine forest, in the naked desert, in a suddenly vacated room—it often proves unnerving rather than welcome. Dread creeps in; the ear instinctively fastens on anything, whether fire-hiss or bird call or susurrus of leaves, that will save it from this unknown emptiness. People want silence, but not that much. | ჩვენი ეპოქის მთავარი თემა, ყოველშემთხვევაში განვითარებულ ქვეყნებში, არის ის, რომ ადამიანს სწყურია სიჩუმე, მაგრამ ვერ პოულობს მას. ტრანსპორტის ხმა, უწყვეტი სატელეფონო ზარები, ციფრული რეკლამები ავტობუსებსა და მატარებლებში, ტელევიზორების მოკაშკაშე ეკრანები ცარიელ ოფისებშიც კი, უსასრულო ფიზიკური ზემოქმედებისა და დისტრაქციის წყაროა. კაცობრიობა გადაიღალა ხმაურით და მიისწრაფის საპირისპიროსკენ - იქნება ეს ბუნების წიაღი, გაშლილი ოკეანე თუ რომელიმე მყუდრო გარემო, რომელიც იძლევა კონცენტრაციის საშუალებას. ისტორიის პროფესორი, ალენ კორბინი და ნორვეგიელი მკვლევარი, ერლინგ კაგგე, წერენ საკუთარი მოგონებების შესახებ, პირველ შემთხვევაში, სორბონის თავშესაფარისა და, მეორე შემთხვევაში, ანტარქტიდის სივრცეების შესახებ, სადაც მათ სცადეს ნავთსაყუდელის პოვნა. და მაინც, როგორც ბატონი კორბინი აღნიშნავს "სიჩუმის ისტორია"-ში, ჩვენი დროის ხმაური არ უნდა აღემატებოდეს წინანდელი პერიოდების ხმაურს. ჰაერის საბურავებამდე ქალაქის ქუჩებში გაისმოდა რკინაგადაკრული თვლებისა და ცხენის ნალების ქვაფენილზე რაკუნის გამაყრუებელი ხმა. მობილურ ტელეფონებზე ნებაყოფლობით გადასვლამდე, ავტობუსებსა და მატარებლებში ისმოდა ხმამარალი ლაპარაკი. გაზეთის გამყიდველები ჩუმ გარემოში კი არ ვაჭრობდნენ, არამედ უმაღლეს ხმაზე ახდენდნენ თავიანთი საქონლის რეკლამირებას. ასევე იქცეოდნენ ბალის, იისა და ახლადდაჭერილი სკუმბრიის გამყიდველები. თეატრსა და ოპერაში ისმოდა სტვენა და ვაშას ძახილი. სოფლებშიც კი გლეხები, მძიმე სამუშაოს შესრულებისას, მღეროდნენ; დღეს აღარ მღერიან. შეიცვალა არა იმდენად ხმაურის დონე, რაზეც წინა საუკუნეებშიც ჩიოდნენ, არამედ - დონე დისტრაქციისა, რომელიც იკავებს ადგილს, რისი ჩანაცვლებაც სიჩუმეს შეუძლია. იკვეთება ახალი პარადოქსი, რამდენადაც როდესაც მოხდება ხსენებული ჩანაცვლება - უღრან ფიჭვნარში, შიშველ უდაბნოსა თუ უეცრად დაცარიელებულ ოთახში - შესაძლებელია სიჩუმე უფრო გამაღიზიანებელი იყოს, ვიდრე მისასალმებელი. ისადგურებს შიში და ამ დროს ყური ინსტიქტურად ეძებს ნებისმიერ ხმას - ცეცხლის შიშინს თუ ჩიტების სტვენას, ან ფოთლების შრიალს - რომელიც იცავს სივრცეს შეუცნობელი სიცარიელისგან. ადამიანებს სურთ სიჩუმე, თუმცა - არა ისე ძლიერ. |